23.11.2024

ნიკა მელია – აუცილებლად მოუწევთ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა

მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანილი და ბატონი კობახიძე და სხვები, რაც არ უნდა საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექვს წლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი ის საკითხია, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი გერმანელი პარტნიორებისთვის, ჩვენი გერმანელი კოლეგებისთვის. გერმანიის მთავრობა, არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცნობიერებენ, რომ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც მთელი დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოება მსოფლიოში ყველაზე ბოროტ ძალას დაუპირისპირდა პუტინის რუსეთის სახით, ამ დროს დამატებითი წყარო პრობლემებისა, რომელიც დემოკრატიული წესწყობილების მოსურნე ხალხს პოლიტიკური დევნის სახით ექმნება, არის რბილად რომ ვთქვათ, შემაფერხებელი ფაქტორი, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო ევროპული მომავლის ნაწილი გავხდეთ და ამას ყველა ჩვენი მეგობარი აცნობიერებს. მჯერა, რომ ამაზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, მათ შორის, დღევანდელი შეხვედრის შემდეგად, იმიტომ რომ არ არსებობს არგუმენტი, რომლითაც ნებისმიერი ადამიანი, რომელთანაც შეხვედრა გვაქვს ჩვენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ქმედებას მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გაამართლებს, უბრალოდ, ასეთი არგუმენტი არ არსებობს.

არ არსებობს არგუმენტი, შენ ადამიანს ციხეში კლავდე, ამის მტკიცებულებები არსებობდეს და ჯიუტად საუბრობდე, რომ ეს ადამიანი დიახაც, უნდა იყოს ციხეში. ეს ადამიანი ვერ იქნება ტყვეობაში. ეს ადამიანი აუცილებლად იქნება გადაყვანილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ და რაც არ უნდა ბატონი კობახიძე და სხვები საუბრობდნენ და იხტიბარს არ იტეხდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა ექვსწლიანი სასჯელი უნდა მოიხადოს, ეს არის გამორიცხული. გამორიცხულია, ჩემზე კარგად იციან. ისინი საკუთარ ამომრჩევლებს, საკუთარი პარტიის მხარდამჭერებს ელაპარაკებიან და არ უნდათ, რომ რეალობას თვალი საჯაროდ გაუსწორონ. რეალობა კი სრულიად საპირისპიროა. მათ აუცილებლად მოუწევთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img