26.11.2024

გაერო – უკრაინის ნავსადგურებში გაჩერებულია ოთხ ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული

უკრაინის ნავსადგურებში ბლოკირებულია თითქმის ოთხ ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული, ამის შესახებ განცხადებას გაერო ავრცელებს.

რუსეთის შეიარაღებული შეჭრის ფონზე საზღვაო გზების ჩაკეტვის გამო პროდუქციის ექსპორტი უკრაინიდან შეუძლებელი გახდა. ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელმა მარტინ ფრიკმა განაცხადა.

ომამდე უკრაინა იყო ხორბლის ერთ-ერთი უდიდესი ექსპორტიორი და სიმინდის მწარმოებელი მსოფლიოში. გაეროს ცნობით, ბევრი ქვეყანაა დამოკიდებული უკრაინული ხორბლის მიწოდებაზე. “შიმშილი არ უნდა იყოს იარაღი”, – თქვა ფრიკმა. მან მოწოდება გამოთქვა, აღდგეს უკრაინული სურსათის მიწოდება სხვა ქვეყნებში, რათა შემსუბუქდეს გლობალური სასურსათო კრიზისი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img