ამერიკელმა ასტრონავტებმა რუსი კოსმონავტების გამოკვე დაიწყეს, რადგან ამ უკანასკნელთა კოსმოსურ ხომალდზე საკვების მარაგები ამოიწურა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA-ავრცელებს. კავშირის ჩანაწერის მიხედვით, კოსმონავტი სერგეი რიჟკოვი ცენტრალური მართვის პუნქტს აუწყებს, რომ ამერიკელმა კოლეგებმა კვებითი რაციონის 13 კონტეინერი გადასცეს. რუსული სატვირთო ხომალდი „პროგრესი“ კი 15 თებერვლამდე ვერ შედგება.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ ფაქტამდე, რუსული მხარე ამერიკულ მხარეს თხოვდა მათი კოსმონავტებისთვის საკვების მიწოდებას, თუმცა პასუხად ამერიკელებმა თავიანთი, ბორტზე არსებული მარაგების გაყოფა შესთავაზეს. ამ ეტაპზე МКС საერთასშორისო კოსმოსურ ხომალდზე 7 ადამიანი იმყოფება.