22.11.2024

დავით სერგეენკო – საქართველო არანაირი სახით სანქციებისთვის გვერდის ავლის მფარველი არ იქნება

საქართველო არცერთ სანქციას გვერდს არ აუვლის და არანაირი სახით სანქციებისთვის გვერდის ავლის მფარველი არ იქნება, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან გააკეთა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში მას კონკრეტული არგუმენტი არ მოუსმენია.

“მომხრე ვარ, ქვეყნებს შორის კოლეგა ინსტიტუციებს ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ რჩებოდეს“, – დასძინა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img