ფინეთის პრეზიდენტმა საულ ნიისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ოფიციალურად შეიტანს განცხადებას ნატოს ალიანსში წევრობისთვის.
ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების ნატოში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიინისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ ნატოში გაწევრიანების გეგმები “უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე”.