დანიის სამეფო საქართველოში საელჩოს ხსნის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკითხზე დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი მინისტრ ილია დარჩიაშვილს ესაუბრა.
“შეხვედრაზე მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს დანიასა და საქართველოს ორმხრივ თანამშრომლობას, რომელმაც ბოლო წლებში განსაკუთრებული დინამიკა შეიძინა. ამ მხრივ ხაზი გაესვა ურთიერთ – ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ აღინიშნა მიმდინარე წლის მარტში საქართველოში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი”, – აღნიშნულია განცხადებაში.