საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ტრადიციულად საქართველოს დროშის ფერებში განათდა მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა ეროვნული კარილონი ქ. კანბერაში;
ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოს შენობა განათდა საქართველოს დროშის ფერებით;
ბელგიაში, ტრადიციულად, 26 მაისის აღსანიშნავად, ბრიუსელის სიმბოლოს, ცნობილი ქანდაკების – Manneken-Pis ქართული ჩოხით შემოსვის ცერემონია გაიმართა;
26 მაისთან დაკავშირებით, ქ. სტამბოლში ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდი განათდა;
26 მაისის აღსანიშნავად, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოს ფერებში განათდა ლიეტუვას ცენტრალური ხიდი, ასევე ქ. კაუნასში ძველი მერიის შენობა „რატუშა“ და შადრევანი და საქართველოს საელჩოს შენობაზე გამოიფინა საქართველოს დიდი დროშა;
სლოვაკეთში საქართველოს შენობა საქართველოს დროშის ფერებით განათდა;ესტონეთში განათდა „მეტრო პლაზას“ შენობა;
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში, დუბლინის მერიის შენობა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა;
ქ. სტოკჰოლმში, ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე ციფრულ სარეკლამო აბრაზე, 24 საათის განმავლობაში, გავა საქართველოს ტურისტული ღირსშესანიშნაობების, კულტურის, ისტორიის და საქართველოსა და შვედეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებული ვიდეორგოლები;