21.12.2024

პრემიერი ანა ნაცვლიშვილს – ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ოპოზიციონერ დეპუტატებს ანა ნაცვლიშილს მოუწოდა, “ტვინში ჩაიხედოს, იქნებ ტვინში რეალური პრობლემები აქვს”.

“ლელოს” წევრმა გასული კვირების განმავლობაში არაერთხელ დასვა კითხვა, არსებობს თუ არა მყარი გარანტიები, რომ საქართველო არ არის ან არ გახდება რუსეთისთვის შავი ხვრელი სანქციების ასარიდებლად.

დღეს, 27 მაისს, პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა:

“გამოდის ქალბატონი ნაცვლიშვილი და ყოველგვარი დასაბუთების, ყოველგვარი ფაქტის გარეშე ამბობს, შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ. ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები”.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მაშინ, როცა საქართველო ელოდება ევროკავშირის წევრობის სტატუსს და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერაც მიღებული არ არის, მსგავსი განცხადებების გაკეთება “არის მტრობა”.

“თქვენ და ყველანი არ ემსახურებით ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”. – თქვა ღარიბაშვილმა.

დარბაზიდან ღარიბაშვილის განცხადებებს ოპოზიციის წევრები შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც პრემიერმინისტრმა ერთ-ერთ დეპუტატს მიმართა:

“საცოდავი ადამიანი ხარ, მიბრძანდი გარეთ”.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img