საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტის განცხადების შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით არასდროს გამოუთქვმს სურვილი.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მე მგონი, ყველას დაავიწყდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი, პარლამენტს ჩართვოდა.
თუ ყველას კარგად გახსოვთ, ეს გახლდათ „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა. ასე რომ, მე არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა. არ ყოფილა არც ერთი მომენტი, რომ მას ჰქონოდა ასეთი სურვილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, „ჩვენ ვართ, ალბათ, ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში, იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა. ჩვენ უნდა მოგვეწვია ზელენსკი საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ „პალიტრანიუსის“ ეთერში.