25.11.2024

პეტრას აუსტრევიჩუსი – ჟურნალისტების გაჩუმება და დაპატიმრება ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს…დროა, თბილისში გაანალიზონ, რა დევს ფსონზე ქვეყნის მომავლისთვის

“თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირში კანდიდატობის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ისეთი მიუღებელი ქმედებები, როგორიც არის კრიტიკული ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა, მათი ღიად დაშინება, დევნა და პატიმრობაში მიცემა ძირს უთხრის საქართველოს ამბიციებს.” – განაცხადა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატების დროს, რომელიც „საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევის“ საკითხზე იმართება.

ევროპარლამენტარი თქმით, დროა, თბილისში გაანალიზონ, რა დევს ფსონზე ქვეყნის მომავლისთვის.

“ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური უფლებების მცველი, იცავდა და გააგრძელებს საქართველოში მედიის თავისუფლების დაცვას, მაშინაც კი, თუ ეს ითვალისწინებს ძალაუფლების მქონე პირთა პოლიტიკის ღიად გაკრიტიკებას. მედიაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის. თუ აქამდე ევროპარლამენტი გულუბრყვილოდ იმედოვნებდა საქართველოს მთავრობის მიერ კეთილი ნების გამოჩენას, ჩვენ ახლა მოვითხოვთ ცვლილებებს სახელმწიფოს პოლიტიკასა და დამოკიდებულებებში. დროა, თბილისში გააანალიზონ, რა დევს ფსონზე ქვეყნის მომავლისთვის.” – განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img