24.11.2024

ირაკლი ჩიქოვანი – პოლიტიკურადაც აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი

ალბათ იმ ადამიანების სამიზნე, რომლებიც არიან ამ რეზოლუციის ინიციატორები, იყო ის, რომ გარკვეული გავლენა ჰქონოდათ ამ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ამას საბოლოო გადაწყვეტილებაზე გავლენა არ ექნება, რადგან სახელმწიფოს პროგრესი მხოლოდ ერთი რეზოლუციით არ იზომება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ტექნიკურ ნაწილში საქართველო იყო დაწინაურებული და გადაწყვეტილებები პოლიტიკურ საფუძველზე მიიღება, პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურადაც აბსოლუტურად ყველანაირი წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატობის სტატუსი. ამ ქვეყანაში ვერ ჭრიან და ვერ კერავენ საქმეებს ისე, როგორც მიხეილ სააკაშვილის დროს – ამ ქვეყანაში სამართლებრივი პროცესია და მას თავისი დრო სჭირდება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img