21.12.2024

თეა წულუკიანი – თუ პრეზიდენტი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და შეიწყალებს კრიმინალებს, ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს


კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილი მიიღებს უსამართლო გადაწყვეტილებას და შეიწყალებს კრიმინალებს, ქართველი ერი პასუხს მოსთხოვს.

“აღმოჩნდა, რომ არის სამასიოდე პარლამენტარი, რომელიც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის კარგი საქმეები, ჩვენ კი ვფიქრობთ პირიქით და ვმსჯელობთ ფაქტებით. შესაბამისად დესტრუქციულ როლს კი არ თამაშობ, თქვენი აწ უკვე პატიმარი ხელმძღვანელი თამაშობს. რა თქმა უნდა, ის ვერ გათავისუფლდება, ყველამ უნდა მოიხადო სასჯელი. ტყუილად გაქვთ პრეზიდენტის [იმედი]. პრეზიდენტმა გადაწყვიტოს ის, რაც არის მისი გადაწყვეტილება, შემდეგ კი ასეთი თუ ისეთი გადაწყვეტილებისთვის ყველა აგებს პასუხს. პრეზიდენტს შეიძლება არ აქვს საგარეო პოლიტიკაში ბევრი ფუნქცია, თითქმის არავითარი ფუნქცია არ აქვს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ შეწყალება 100%-ით არის მის ხელში. ამიტომ ველით რას იზამს ქალბატონი პრეზიდენტი. თუ ის მიიღებს იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელსაც კრიმინალების შეწყალება ჰქვია, შემდეგ არ უნდა შეწუხდეს, თუ ქართველი ერი ამისთვის პასუხს მოსთხოვს.” – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img