„შტურმი სევეროდონეცკზე ზედიზედ რამდენიმე დღეა გრძელდება, არტილერია ანადგურებს მაღალსართულიან შენობებსა და სამრეწველო ობიექტებს“, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
გაიდაის თქმით, სევეროდონეცკის ძველ რაიონებში დაზიანდა და განადგურდა მაღალსართულიანი შენობები. გაიდაი ამბობს, რომ აგრესორი მხარე ანადგურებს ყველაფერს, რისი განადგურებაც მათ შეუძლიათ.
„აგრესორი მხარე მიზანმიმართულად ახორციელებს საჰაერო დარტყმებს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. მათ მიზანმიმართულად მიაქვთ იერიში აზოტის ქარხანაზე. განადგურდა ხიდი, საცხოვრებელი კორპუსები. დაღუპულების რაოდენობის დადგენა ვერ ხერხდება საბრძოლო მოქმედებების გამო“, – აცხადებს გაიდაი