15.10.2024
- Advertisement -spot_img

Politico – ევროკომისია უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, ნაკლებად დარწმუნებულები არიან საქართველოს მიმართ

ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას რეკომენდაციას გაუწევს, – ინფორმაციას Politico რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც, გამოცემის ცნობით, ინფორმირებულია ორშაბათს ევროკომისიაში გამართული დისკუსიის შესახებ.

მათივე ცნობით, ევროკომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოს მიმართ.

„მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“ – წერს გამოცემა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს დემოკრატიის კრიზისი და ბრიტანეთის მთავრობის იმედგაცრუება

პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img