03.12.2024

„რადიო თავისუფლება“ – ევროპული საბჭოს დოკუმენტის თანახმად, საბჭო მზადაა, პრიორიტეტის შესრულების შემდეგ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპული საბჭოს დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მზად არის, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტები შესრულდება, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი „ტვიტერში“ წერს.

მისივე ინფორმაციით, ევროპული საბჭო, ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

„ევროპული საბჭოს დოკუმენტის საბოლოო პროექტის თანახმად: „ევროპულმა საბჭომ გადაწყვიტა მიანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას. ასევე აღნიშნავს, რომ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ, მას შემდეგ, რაც კომისიის მიერ გაწერილი ყველა პირობა სრულად დაკმაყოფილდება”, – წერს ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები 23-24 ივნისს სამიტს გამართავენ, რომლის ფარგლებშიც გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img