25.11.2024

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო რუსეთის დეფოლტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს უარყოფს

„რუსეთმა სუვერენულ ევროობლიგაციებზე გადასახადები სრულად გადარიცხა, ემისიის დოკუმენტის შესაბამისად კი მესამე მხარის ქმედების გამო ინვესტორისთვის ფული არმიღება დეფოლტად არ ითვლება“, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა დეფოლტი განიცადა.

„ევროობლიგაციების ზოგიერთ მფლობელს უცხოური ფინანსური შუამავლების ქმედებებით ფული არ მიუღია.
გადაუხდელობის შემთხვევა, ემისიის დოკუმენტაციის მიხედვით, არის მოვალის მხრიდან გადახდის არარსებობა. ამ შემთხვევაში კი მოსკოვმა თავისი ვალდებულებები შეასრულა. ამავდროულად, რუსული მხარე ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ ობლიგაციების მფლობელებმა ვერ მიიღეს ეს თანხა მესამე მხარის ქმედებების გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ უცხოური ფინანსური შუამავლების ქმედებები რუსეთის ფინანსთა სამინისტროს კონტროლის მიღმაა, მათგან რუსეთის ფედერაციის ევროობლიგაციებზე გადახდების მიუღებლობის შემთხვევაში, მიზანშეწონილია ინვესტორები შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტებს დაუკავშირდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img