22.11.2024

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინული ძალები ლისიჩანსკში პოზიციების გამყარებას აგრძელებენ

დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სევეროდონეცკიდან უკან დახევის შემდეგ, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში. ისინი აგრძელებენ მტრის კონტროლის შესუსტებას რუსულ პოზიციებზე წარმატებული დარტყმების განხორციელებით.

“24-26 ივნისს უკრაინის მასშტაბით, რუსეთმა დაიწყო უჩვეულოდ ინტენსიური დარტყმები შორი მანძილის რაკეტების გამოყენებით. რაკეტების სისტემა, დიდი ალბათობით, შეიცავს საბჭოთა ეპოქის AS-4 KITCHEN და უფრო თანამედროვე AS-23a KODIAK რაკეტებს, რომლებიც როგორც ბელორუსის, ისე რუსეთის საჰაერო სივრციდან ისროლეს.”- წერია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ძალების მიერ გამოყენებული იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების ასაღებად.

“ანალოგიურად, რუსეთმა განათავსა შეიარაღებული ძალების ექვსი სხვადასხვა ელემენტი, მაგრამ მხოლოდ ​ სევეროდონეცკში ​მიაღწია ტაქტიკურ წარმატებას​. “- წერია ბრიტანეთის დაზვერვის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img