25.11.2024

ბორის ჯონსონი – შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ

შოტლანდიამ და უელსმა უკრაინისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

“უელსის მთავრობამ უკრაინას დახმარების სახით 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო და უელსელმა ოჯახებმა 3000 ლტოლვილი მიიღეს”, – წერს ჯონსონი.

მისივე თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გამოყო შოტლანდიის მთავრობამაც.

„მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას უკრაინისთვის 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის გამო, რაც გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარების 2.3 მილიარდამდე ზრდის და ასევე ხელს უწყობს 6000 უკრაინელი ლტოლვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას,“- წერს ჯონსონი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img