23.11.2024

ივანე ჩხაიძე – საქართველოში მაისის თვესთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი

„ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას,“ – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ივანე ჩხაიძის თქმით, საქართველოში მაისის თვესთან შედარებით ინფიცირების შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი.

ჩხაიძე განმარტავს თუ რა მიზეზებით არის განპირობებული ინფიცირების შემთხვევების მატება.

„ჩვენ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გაგვიორმაგდა შემთხვევები, თუმცა თუ გადავხედავთ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის მონაცემებს ივნისის ბოლოს, მაისის ბოლოსთან შედარებით შემთხვევები 5-6-ჯერ არის გაზრდილი.

ეს არის ის ტენდენცია, რომელიც პროგნოზირებადი იყო. კითხვა რა შეიძლება იდგეს ამის უკან, არ არის ერთმნიშვნელოვნად პასუხგასაცემი, მაგრამ ლოგიკური მოსაზრებები არსებობს. პირველ რიგში ეს არის ზაფხულის პერიოდში უფრო მეტი კომუნიკაცია, მობილობის ზრდა, უფრო მეტი კონტაქტი, მათ შორის დახურულ სივრცეში.

არ გვაქვს ქვეყანაში ნიღბის ტარების ვალდებულება დახურულ სივრცეში, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით რისკები მართლად სერიოზულია. პლუს ამას დავუმატოთ შემოსული ტურისტების ზრდა, ჯამში ეს გვაძლევს უფრო მეტ კონტაქტს, რაც შეიძლება იყოს შემთხვევათა მატების ერთ-ერთი მიზეზი.

ორი მარტივი გამოსავალი გვაქვს და ამ გამოსავალზე ხშირად ვსაუბრობთ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იქნება თუ ჩვენ ინდივიდუალურად აღვადგენთ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას, ეს იქნება პირველი ნაბიჯი, რომელიც შეიძლება გადაიდგას, ვინაიდან სწორედ დახურული სივრცე არის კორონავირუსის ამ მუტაციის გადაცემის ერთ-ერთი აქტიური ნაწილი. 

მეორე – მილიონ ადამიანს, რომელსაც გაკეთებული აქვს კორონავირუსის ორი დოზა ,როგორმე დავარწმუნოთ, რომ ერთი დამატებითი ბუსტერ დოზა იქნება მათთვის გამოსავალი, რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მაღალ იმუნიტეტს და შესაძლებლობას მოგვცემს მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვისაუბროთ ინფიცირების რისკების შემცირებაზე“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ჩხაიძის თქმით, ომიკრონის ქვემუტაციის შეძენილი იმუნიტეტი ხანგრძლივი არ არის.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img