დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ჯონსონი აღნიშნავს კონსერვატიულ პარტიას ახალი ლიდერი, ხოლო ქვეყანას კი ახალი პრემიერმინისტრი სჭირდება.
იქამდე, სანამ ახალი ლიდერი აირჩევა ჯონსონი საკუთარ მოვალეობებს შეასრულებს. სიტყვით გამოსვლის დროს მან ასევე უკრაინელ ხალხს მიმართა და თქვა, რომ ბრიტანეთი მათ დახმარებას გააგრძელებს.
“მინდა იცოდეთ, რა სამწუხაროა, რომ ვტოვებ მსოფლიოში საუკეთესო სამსახურს,” – განაცხადა ჯონსონმა.