24.11.2024

აშშ უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარით დაეხმარება

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 368 მილიონი დოლარით დაეხმარება. საუბარია ჰუმანიტარული ტიპის დახმარებაზე, რომელიც ქვეყნის მოსახლეობისა და ლტოლვილების დასახმარებლად იქნება გამოყენებული.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ამერიკის ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მკაფიოა.

“ამერიკის შეერთებული შტატები გადასცემს უკრაინას თითქმის 368 მილიონ დოლარს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, რომელიც უკრაინელებისა და ლტოლვილებისთვის არის განკუთვნილი. იმ ლტოლვილებისთვის, რომლებსაც მოუწიათ საკუთარი ქვეყნის დატოვება, რათა უსაფრთხო ადგილი ეპოვათ რუსეთის მიერ წარმოებული სასტიკი ომის პირობებში”, – თქვა ენტონი ბლინკენმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img