25.11.2024

ბიძინა კულუმბეგოვი – შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ, მოგვიწევს თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, კორონავირუსის ინფექციასთან თანაცხოვრება მოგვიწევს. მისი თქმით, მთავარია მძიმე დაავადებებისა და ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი შემცირდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შიშით ყველა სურდოიანი ადამიანის დათვლას ვერ დავიწყებთ. მთავარია, რომ შევამციროთ მძიმე დაავადების და შესაბამისად ჰოსპიტალური დატვირთვის რისკი. გვაქვს ძალიან კარგი ვაქცინები, რომლებიც მძიმე დაავადებისგან იცავს ადამიანს. გვაქვს რამდენიმე პრეპარატი მათ შორის ერთი პრეჰოსპიტალურად, 2 ჰოსპიტალში გამოსაყენებლად. ასე ადაპტაციის მაქსიმალური შესაძლებლობებით მოგვიწევს ჩვენ თანაცხოვრება ამ ინფექციასთან ერთად“, – განაცხადა კულუმბეგოვმა

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img