23.11.2024

შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს

ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით – ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

„საკონსტიტუციო ცვლილებები და ბარიერი ერთ-ერთი დამატებითი წინაპირობაა, რომ ოპოზიცია პროცესში ჩაერთოს. ამიტომაც ვაცხადებთ უარს, ჩვენ არ ვვაჭრობთ საქართველოს ევროპული მომავლით. ევროკავშირი გვეუბნება, რომ არის 12 თემა, რომლითაც დღეს პრიორიტეტულად უნდა დაკავდეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, ხოლო ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს აყენებს, ვაჭრობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაერთვება ამ 12 თემის შესრულებაში, თუკი მას სავაჭროდ მივცემთ, დავუთმობთ რაღაცას, რასაც ოპოზიცია ითხოვს, ამ შემთხვევაში 2%-იან ბარიერს. ვინაიდან, არ არის ეს 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი, ოპოზიცია უნდა მოიქცეს სერიოზულად და კაპრიზებით არ იყოს საუბარი, რომ იმ შემთხვევაში იქნებიან საქართველოს ევროპული მომავლის მონაწილეები, თუკი მათი კაპრიზები და მოთხოვნები დაკმაყოფილდება. მოიქცნენ სერიოზულად და ჩაერთონ პროცესში!“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 2%-იანი საარჩევნო ბარიერის მიღების შემთხვევაში, იგივე არ უნდა მოხდეს, რაც 2020 წელს მოხდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში 9 პარტია შევიდა.

„საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღების დროს ვთქვით, რომ ეს იყო ჩვენი კეთილი ნება, ასევე იქნება მეორე და მესამე მოსმენაზე. ამ ცვლილების მიღების პირობაა, რომ დავინახოთ, ქართული პოლიტიკური სისტემა, პარტიები მზად არიან 2%-იანი ბარიერისთვის, იმისთვის, რომ ამ 2%-იანმა ბარიერმა მოგვიტანოს ნამდვილი პლურალიზმი და არა ის, რაც 1%-იანმა ბარიერმა 2020 წელს მოგვიტანა, როდესაც სტატისტიკურად 9 პარტია შემოვიდა, სინამდვილეში ეს იყო ერთი პარტია „ქართული ოცნება“ და იქით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო დაჯგუფებული კოალიცია. საკითხის დაყენება არასწორად ხდება, თითქოს ახლა ბარიერის დაწევა გამოიწვევს პოლარიზაციის შემცირებას, ეს არის არასწორი მიდგომა და ტყუილი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img