პუტინის ომი უნდა იყოს მისი სტრატეგიული მარცხი და თავისუფალმა მსოფლიომ მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს გადაწყვეტილებას დავეხმაროთ უკრაინას საკუთარი დემოკრატიის დაცვაში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
მისი თქმით, პუტინის თავდასხმა უკრაინაზე არის გამოწვევა მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველგან მსოფლიოში.
„შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რომლებიც განადგურებული და დევნილი არიან რუსეთის ძალადობის შედეგად“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.