გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი ტურისტია. შემთხვევა დღეს, 16 ივლისს მოხდა.
როგორც “ვებგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევისას დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ხევიდან ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ის გუდაურის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრში მრავლობითი ტრავმებით გადაიყვანა.