უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტა დაკარგული მიწების დაბრუნების გარეშე, ომს მხოლოდ გაახანგრძლივებს”. ამის შესახებ მან Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა.
ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა რუსეთს უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების საშუალებას მისცემს და კიდევ უფრო ფართო კონფლიქტს წაახალისებს.
ამასთან, ზელენსკი ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის ჯარებს მობილიზებისა და შეიარაღების დროს მისცემს.
“რუსეთის ფედერაციასთან კონფლიქტის გაყინვა არის პაუზა, რომელიც კრემლისთვის დასვენების საშუალება იქნება”, – ამბობს ზელენსკი.