22.11.2024

მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლაზე – სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს

“ქართული ოცნების” დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას – “სააკაშვილს პოლიტიკა აღარ აინტერესებს და პოლიტიკიდან გადის” ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ამ განცხადებებით სააკაშვილი სასჯელისთვის თავის არიდებას ცდილობს.

“მე მეჩვენება, რომ მცდელობებია, რაღაცნაირად სახე შეინარჩუნონ და ახალი ვარიანტი გააჩინონ საიმისოდ, რომ ისევ და ისევ სასჯელს გვერდი აუარონ. სავარაუდოდ, პოლიტიკური დისკუსიების დაწყებისთვისაა გამიზნული ეს ნაბიჯი. ამას არც დამაჯერებლობა აქვს, არც არგუმენტაცია და არც რელევანტურობა, რომ რაღაცის სანაცვლოდ დაიდოს მაგიდაზე, როგორც მოლაპარაკების საგანი და ასე შემდეგ. ის გარემოება, რომ სააკაშვილის ახლო გარემოცვის ადამიანები საპირისპირო განცხადებებს აკეთებენ, უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ეს მაინცდამაინც დამაჯერებელი და გულწრფელი ნათქვამი არაა.

აბსოლუტურად გულწრფელიც რომ იყოს ეს განცხადება და გეგმას წარმოადგენდეს, მე არ მგონია, რომ თვისებრივად ეს რაიმე დიდ ცვლილებას ახდენდეს ნებისმიერი მიმართულებით…

საქართველოში პოლიტიკოსობაზე ხელის აღება სადღაც საავადმყოფოში გადაყვანის საპირწონედ არ შეიძლება არ განვიხილოთ. სხვადასხვა სიბრტყეა საერთოდ. ხელს იღებს პოლიტიკაში მონაწილეობისგან თუ არ აიღებს, მის უფლებებს დაცვა ყველა შემთხვევაში სჭირდება. რაც არ უნდა მოხდეს, მას, როგორც პატიმარს აქვს უფლებები, რომელიც ერთგვაროვნად იქნება დაცული იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას განაცხადებს ის.” – განაცხადა სარჯველაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img