22.12.2024

ნინო ლომჯარია – კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“, მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს

ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! – მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის წევრების მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და „არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ იტყვის“.

„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება. მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, – აღნიშნავს ლომჯარია.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში მიდის. როგორც ის განმარტავს, მისთვის გაუგებარია ამ საკითხზე კობახიძის აღელვება რისი ნიშანია და დასძენს, რომ თავად გააკეთებს განცხადებას სამომავლო საქმიანობის შესახებ.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ“, – აღნიშნავს ლომჯარია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img