24.11.2024

ამირან გამყრელიძე თანამდებობას დატოვებს, მის მოვალეობას კი თამარ გაბუნია შეასრულებს – ჯანდაცის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ადასტურებს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს. პალიტრანიუსის ეთერში აზარაშვილმა განაცხადა, რომ NCDC-ს დირექტორის მოვალეობას მისი მოადგილე, თამარ გაბუნია შეასრულებს.

“გუშინ გვქონდა საუბარი. ამირან გამყრელიძეს დიდი დამსახურება აქვს ქვეყნის, ხალხის წინაშე. ის ამ სისტემაში არის 90-იანი წლების დასაწყისიდან, მრავალი წლის განმავლობაში ზრუნავდა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. ჩვენ გუშინ გვქონდა საუბარი, თუ განიხილებოდა მისი ცვლილება. შემიძლია დავადასტურო რომ მსგავსი საუბარი გვქონდა. ვადასტურებ, რომ ეს ცვლილება დავადასტურე. უახლოეს დღეებში შესაბამისი განცხადებით მიმართავს სამინისტროს. უკვე ქალბატონი თამარ გაბუნია შეასრულებს მის მოვალეობას, ამ ეტაპზე ის გაუძღვება დაავადებათა კონტროლის ცენტრს”, – თქვა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გამყრელიძის წასვლა არ არის დაკავშირებული პანდემიასთან ან მანამდე პერიოდთან და “ასპარეზს უთმობს სხვა ადამიანებს”. მისივე თქმით, გამყრელიძე თანამდებობას თავისი განცხადების საფუძველზე ტოვებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img