რუსმა სამხედროებმა ხარკოვის ოლქში მდებარე სტარი სალტოვის დასახლებაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ხარკოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
„10 აგვისტოს მტერმა კიდევ ერთხელ გაისროლა სოფელ სტარი სალტოვის მიმართულებით. სიცოცხლესთან შეუთავსებლად დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე და ადგილზე გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში.