მედიის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ ხერსონის ოლქში რუსეთის კონტროლქვეშ არსებულ ჩერნობაევკას აეროდრომს. უკრაინის ჯარმა აეროდრომს, სულ მცირე, სამჯერ დაარტყა.
გამოცემა УНИАН-ის ცნობით, რუსული ჯარები ჩერნობაევკას სამხედრო აეროდრომს სამეთაურო პუნქტად და ვერტმფრენების განსალაგებელ ცენტრად იყენებდნენ. ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა უკრაინის შეიარაღებული ძალების სამიზნე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის გათავისუფლება ორ თვეში შეუძლია. ამავე დროს, ხერსონში კვლავ რჩება რუსულოი სამხედრო ძალების დიდი დანაყოფი.