25.11.2024

ზელენსკი: თუ მარიუპოლში “შოუ” პროცესი ჩატარდება, რუსეთთან მოლაპარაკებები არ განახლდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით თუ რუსეთი მარიუპოლში, აზოვსტალის მცველების სასამართლო პროცესს “შოუდ აქცევს” და საერთაშორისო სამართლის წესების დარღვევით ჩაატარებს, უკრაინა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებებს არ განაახლებს.

“რაც არ უნდა იფიქრონ ოკუპანტებმა, რაც არ უნდა დაგეგმონ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია აბსოლუტურად ნათელი იქნება. თუ ეს საზიზღარი შოუ სასამართლო პროცესი გაიმართება, თუ ჩვენს ხალხს ამ სცენარში მონაწილეობას აიძულებენ ყველა შეთანხმების, ყველა საერთაშორისო წესის დარღვევით… ეს იქნება ის ხაზი, რომლის მიღმაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეუძლებელია. აღარ იქნება საუბარი. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა.”- განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების ტანჯვას, რომლებზეც შეიძლება მხოლოდ ერთი რამის თქმა, “ისინი სამშობლოს გმირები არიან, ისინი დამპყრობლებისგან იცავდნენ თავიანთი ხალხის თავისუფლებას, თავიანთ მიწაზე.”

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს, რუსეთი აზოვსტალის დატყვევებული მცველების საჩვენებელი სასამართლო პროცესის გამართვას გეგმავს. დაზვერვის ინფორმაციით, ამ მიზნით, მარიუპოლის კამერული ფილარმონიის შენობის გადაკეთება მიმდინარეობს, სცენაზე რკინის გალიები მონტაჟდება.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, ოკუპანტები “მოწმეებს” ამზადებენ და პროცესზე რუსული მედია მიჰყავთ

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img