22.11.2024

საერთაშორისო სავალუტო ფონდი – პანდემიის გამო მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება

კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო 2020-დან 2025 წლამდე მსოფლიოს ეკონომიკა 22 ტრილიონი დოლარით შემცირდება , – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორმა გიტა გოპინატმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ვაქცინაცია ინტენსიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ეკონომიკური ცხოვრება მნიშვნელოვნად აღდგება, პანდემიით გამოწვეული შედეგები კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება.

სავალუტო ფონდის დირექტორი აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა, ასევე განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ქალები და ახალგაზრდები დააზარალა.

წყარო: interpressnews.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img