24.11.2024

პირველი ადამიანი დედამიწაზე ვისაც პირველი ვაქცინა გაუკეთეს

Tornike Tchagalidze
ორონავირუსი/COVID-19 ერთად დავამარცხოთ
39tSponmfhhsoretdi 

დღეს გაცხარებული კამათი მიდის ვაქცინებთან დაკავშირებით, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი შექმნის ისტორია. კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი სამეცნიერო ვაქცინა, რომელიც დაინერგა იყო ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა. თვითონ სიტყვა ვაქცინა მოდის ლათინური სიტყვიდან “ვაკ”, რაც ძროხას ნიშნავს. გვიანდელი შუა საუკუნეების ინგლისში ბობოქრობდა საშინელი და ძლიერად გადამდები ვირუსული დაავადება ნატურალური ყვავილი, რომელსაც ბევრის სიცოცხლე ეწირებოდა, ხოლო გადარჩენილებს საშინელი ნაწიბურები რჩებოდათ კანზე.

დიდი ხანი ცდილობდა კაცობრიობა ამ ჭირისგან თავის დახსნას, საბოლოო გამარჯვება კი ერთმა ინგლისელმა ექიმმა ედუარდ ჯენერმა მოიპოვა. ადამიანის ნატურალური ყვავილის გარდა არსებობდა, ძროხების ყვავილის ვირუსიც, რომელიც ძროხების სარძევე ჯირკვლებს აზიანებდა, ადამიანისთვის საშიში არ იყო ძირითადად მწველავ ქალებს უჩნდებოდათ და მხოლოდ ხელზე გამონაყარით შემოიფარგლებოდა.

ჯენერი დააკვირდა, რომ მწველავ ქალებს არ უჩნდებოდათ ადამიანის ყვავილის ვირუსი, ანუ მის მიმართ იმუნურები იყვნენ. ამ დაკვირვებამ მალევე პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა, ჯენერმა ძროხის ნატურალური ყვავილით დაავადებული მწველავის ხელებიდან, აიღო პუსტულების შიგთავსი, შემდეგ ეს სითხე შეუყვანა 8 წლის ჯეიმს ფიპს და სწორედ ის ითვლება პირველ ადამიანად, ვისაც ვაქცინაცია ჩაუტარდა.

ფიპს თავიდან მსუბუქი ადგილობრივი ჩივილები დაეწყო, შემდეგ კი ჩამოუყალიბდა მყარი იმუნიტეტი, მართალია იმ დროინდელი საეკლესიო საზოგადოება ძალიან სკეპტიკურად შეხვდა ამ ყველაფერს და იმთავითვე შეიქმნა ანტივაქსერული მოძრაოები, თუმცა ამ აღმოჩენამ ნამდვილი გადატრიალება მოახდინა სამედიცინო საზოგადოებაში. ანტივაქსერების წინააღმდეგ ყველაზე ზუსტი არგუმენტი ვაქცინების ეფექტურობაა. დღეისათვის კი ნატურალური ყვავილი ფაქტიურად აღარ არსებობს და ის კაცობრიობამ დაივიწყა სწორედ ედუარ ჯენერის დამსახურებით.

მეტი საინტერესო სიახლეების გასაცნობად მოიწონეთ გვერდი
ექიმი თორნიკე ჭაღალიძე • Dr. Tornike Tchagalidze M.D

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img