22.11.2024

ბიზნესის ბოიკოტი: თბილისის რესტორნები 24 საათით მუშაობას წყვეტენ

თბილისის ათობით რესტორანი შაბათს, 30 იანვარს, 24 საათით მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია Bm.ge-ს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ მიაწოდა.

„ლოქდაუნის გამო ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა მისული. კოტრდება ბიზნესები. სუფევს ტოტალური უმუშევრობა. პრობლემების დაძლევის ქმედითი ნაბიჯები არ ჩანს. ვინაიდან ქვეყნის ხელისუფლება არასათანადოდ აფასებს არსებულ პრობლემებს, და ნიშნის მოგებით გვახსენებს, რომ გატანის სერვისით შეგვიძლია სარგებლობა, ჩვენ პროტესტის მიზნით, ერთი დღით უარს ვამბობთ გატანის და ონლაინ სერვისებით სარგებლობაზე!

15:00 საათზე ვუერთდებით მშვიდობიან საპროტესტო აქციას სახელმწიფო კანცელარიის წინ. იმედს ვიტოვებთ, რომ მოსახლეობა გაგებით მოეკიდება ჩვენს ნაბიჯს, რაც უკიდურესი სასოწარკვეთილებითაა გამოწვეული“, – აღნიშნულია რესტორატორთა განცხადებაში.

ცნობისთვის, 1 თებერვლიდან თბილისში იხსნება სავაჭრო ცენტრები (შაბათ-კვირის გარდა), ხოლო რესტორნებზე შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება.

წყარო: https://bit.ly/3r1V4f2

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img