29.04.2024
- Advertisement -spot_img

კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალმა ვაქცინამ „ნოვავაქსი“ დიდ ბრიტანეთში 89,3 პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა-BBC

ახალი ვაქცინის შესაბამის ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს და აღნიშნავს, რომ „ნოვოვაქსის“ ვაქცინამ აჩვენა ეფექტიანობა ბრიტანეთში გამოვლენილი ვირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგ.

„ნოვავაქსის“ ვაქცინის კლინიკური ცდების მესამე ფაზაში 18-24 წლის ასაკის 15 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

ახალი ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა „კარგი ამბავი“ უწოდა და თქვა, რომ ახლა პრეპარატი ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელმა უნდა შეაფასოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას წინასწარ აქვს შეკვეთილი „ნოვავაქსის“ ვაქცინის 60 მილიონი დოზა. როგორც მოსალოდნელია, შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს – MHRA-ს მიერ პრეპარატის დამტკიცების შემთხვევაში, ბრიტანეთი პირველ დოზებს მიმდინარე წლის მეორე ნახევარში მიიღებს.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთს დამტკიცებული აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და „ასტრაზენეკას“, „ფაიზერისა“ და ბიონტექი“, ასევე „მოდერნა“.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, შვიდ თვეში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.7 პროცენტი შეადგინა,...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img