23.11.2024

მელაშვილის თქმით მამა კირიონის ურაპატრიოტულმა განცხადებებმაც გამოიწვია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გადმოწევა მთის ძირიდან თხემამდე

ბერი კირიონი: ივერი მელაშვილის და სამთავრობი კომისიის 2006 წლის გადაწყვეტილების შემდეგ დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა გარეჯის კომპლექსის ნაწილი

“ახალმა კვირამ“ გარეჯის საქმეზე საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა, რომელშიც ბერი კირიონი ყვება, როგორ დაკარგა ქართულმა მხარემ გარეჯის ნაწილზე კონტროლი. ბერი კირიონის განცხადებით, როდესაც დანაშაულის თვითმხილველი გახდა, ანუ მის თვალწინ მოხდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ქართული ისტორიული ძეგლების დაკავება, მაშინდელ ხელისუფლებასთან, უმაღლეს პოლიტიკურ პირებთან დაიწყეს საკითხის გარკვევა. მამა კირიონის განცხადებით, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი, სასაზღვრო სექტორში მესაზღვრეები შეიცვალნენ  და გაირკვეოდა რატომ დაიკავეს აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საქართველოს კუთვნილი ტერიტორია.

მამა კირიონის განცხადებით, მაშინ როდესაც ყოფილი მაღალჩინოსნები არწმუნებდნენ, რომ გაუგებრობა მოგვარდებოდა, გამოჩნდა მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებები, რომლის მიხედვითაც გარეჯის ნაწილი საქართველოს საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ ეკუთვნოდა. ბერი კირიონი დავით გარეჯში 1996 წლიდან მსახურობს. მისი განცხადებით, ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერში სასულიერო პირები 2007 წლამდე შედიოდნენ, ცხოვრობდნენ და წირვა-ლოცვაც აღევლინებოდა.

Ივერი მელაშვილი ამავე სიუჟეტში პასუხობს ბრალდებას. აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიების აზერბაიჯანელების კონტროლქვეშ მოქცევაში მის ბრალეულობას ვერ ხედავს. Მაშინ რატომ დაიკავეს საქართველოს ტერიტორიები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სწორედ ივერი მელაშვილის მონაწილეობით მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ-ამაზე მელაშვილი პასუხობს, რომ Ეს ტერიტორიები სამართლებრივად აზერბაიჯანს ეკუთვნის და ურაპატრიოტულ განცხადებებამდე ყურადღებას არ აქცევდნენ. მელაშვილის თქმით, მათ შორის მამა კირიონის ურაპატრიოტულმა განცხადებებმა გამოიწვია აზერბაიჯანელი მესაზღვრეების გადმოწევა მთის ძირიდან თხემამდე.

სიუჟეტის სანახავად გადადით ლინკზე

https://fb.watch/3nl1fBs0ga/

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img