24.11.2024

ბავშვები, როგორც პოლიტიკური ინტრიგების იარაღი? რა მოხდა ჩხოროწყუში რეალურად?

რა ინფორმაცია გავრცელდა

რამდენიმე დღის წინ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, ჩხოროწყუს ერთ-ერთი სკოლის დირექციის თანხმობით, სკოლის მოსწავლეები „დასუფთავების აქციაზე“ წაიყვანა. აღნიშნულმა პირმა ბავშვები ჩხოროწყუს მერიის პირველ სართულზე, საპირფარეშოში შეიყვანა. მერიის ერთ-ერთი თანამშრომელი დაინტერესდა, თუ რატომ იყვნენ ბავშვები მერიის საპირფარეშოში და რატომ ჰქონდათ საწმენდი საშუალებები თან, რის შემდეგაც ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ფაქტის შესახებ ინფორმაცია და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

რას ამბობს ჩხოროწყუს მერი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მერია არ იყო საქმის კურსში და როგორც კი ფაქტის შესახებ გაიგეს, ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს. დათო გოგუას თქმით, რომ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო და აუცილებლად უნდა გაირკვეს, რატომ მიიყვანა აღნიშნულმა პირმა ბავშვები მერიაში.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, ამ ეტაპისთვის მერიის თანამშრომელბი არ არიან გამოკითხული, ვინაიდან საგამოძიებო პროცესი პროცედურებთან არის დაკავშირებული, 11 ბავშვი იმყოფებოდა ჩვენთან მერიის შენობაში. პირველ რიგში დაკითხავენ მათ მშობლებს და თვითონ ბავშვებს, პედაგოგებს, მერე უშუალოდ ძირითადი ფიგურანტი ვინც არის და მერე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანიც მზად ვართ, რომ გამოძიების მსვლელობაში მივიღოთ მონაწილეობა და ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი. რა თქმა უნდა, უკვე გამოკვეთილია  ფიგურანტები, თუმცა მორალურ პასუხისმგებლობას არავინ გაურბის. ჯერჯერობით უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე ამ ხალხის იდენტიფიცირება არ შემიძლია ამ ეტაპზე, ველოდებით გამოძიების დასრულებას“, – უთხრა „პუბლიკას“ დავით გოგუამ.

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა  ვიდეო-მასალამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

კადრებში ჩანს, როგორ ასუფთავებენ ჩხოროწყუს მერიის შენობის საპირფარეშოს სკოლის მოსწავლეები. ფაქტზე, რომელზეც გამოძიება იძულების მუხლით დაიწყო, დასუფთავების აქციას უწოდებს მერიის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც ბავშვები სკოლიდან მერიაში საპირფარეშოს დასალაგებლად წაიყვანა. როგორ შევიდა ყოფილი თანამშრომელი ძველ სამსახურში ამას გამოძიება ადგენს.

გიორგი გახარია – ჩხოროწყუში მომხდარ ფაქტზე როგორც გამოძიებას, ისე ხელისუფლებას უმკაცრესი რეაგირება ექნება

უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ჩხოროწყუში სკოლის მოსწავლეებს მერიის საპირფარეშო დაალაგებინეს.

„შეფასება აქ შეიძლება იყოს ერთადერთი, უმძიმესი აღშფოთება. ვერ წარმოიდგენია, ეს ადამიანები იმ შენობაში სამუშაოდ ხვალ როგორ უნდა მივიდნენ და როგორ უნდა ემსახურონ იმ მოქალაქეებს, სადაც ასეთი აღმაშფოთებელი რამ მოხდა. დარწმუნებული ვარ, გამოძიებაც მივა ბოლომდე და უმკაცრესი რეაგირება ექნება  გამოძიებასაც და ხელისუფლებასაც“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

რა მოხდა რეალურად და რას ამბობენ პირად საუბარში მონაწილეები

ბავშვები სკოლიდან წაიყვანა დასუფთავების სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, რომელმაც ნებართვა აიღო სკოლის დირექტორისგან და კლასის დამრიგებლისგან. ბავშვების სკოლიდან წაყვანის შესახებ ინფორმაცია ქონდა კიდევ ერთ პედაგოგს, თუმცა არავის გაუპროტესტებია.

ჩხოროწყუს მერიის შენობაში ბავშვები და მათი თანმხლები ქალი უპრობლემოდ შეუშვეს. ბავშვები უკვე ასუფთავებდნენ საპირფარეშოს, როცა მერიის ერთმა თანამშრომელმა ისინი დაინახა და იკითხა რას აკეთებდნენ იქ. ამის შემდეგ ფაქტის შესახებ ჩხოროწყუს მერს დავით გოგუას შეატყობინეს, რის შემდეგაც სასწრაფო წესით ბავშვები შენობიდან გაიყვანეს. მოგვიანებით იმავე საღამოს, ვიდეო რამდენიმე უწყებაში გააგზავნა ჩხოროწყუს საკრებულოს ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრის მეუღლემ. ჩხოროწყუში პირად საუბრებში აღარ მალავენ რომ ეს ქართული ოცნების ორ დაპირისპირებულ ფრთას შორის ომია, სადაც მოქმედი მერის წინააღმდეგ ყველაზე ბინძური ხერხი გამოიყენეს- ბავშვები როგორც პოლიტიკური ინტრიგების იარაღი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img