03.12.2024

“ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის შეჩერებას ვერ შეძლებთ”

საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის განცხადება! ჩვენს ერთობლივ საქმეს, უკვე ლამის სამი წელია, საინფორმციო თავდაცვის ლეგიონი ჰქვია. ჩვენი და თქვენი, საერთო ძალისხმევის მიზანი, საქართველოს რუსეთთან ინფორმაციულ ომში საბოლოო გამარჯვებაა. 3 წლის განმავლობაში, ვერცერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის იმიჯისა და რეპუტაციის შელახვა. ამ პროექტმა მოახერხა და ერთი იდეის ქვეშ გააერთიანა სხვადასხვა პოლიტიკური იდეოლოგიის მქონე ადამიანები. ეს არის იდეა, რომელიც არ აძლევს პრორუსულ/კრემლისტურ ძალებს ჩვენი გულისა და გონების ოკუპაციის საშუალებას. ჩვენ ვიცავთ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონერები“ შოვინისტების, ქსენოფოების, პრორუსულად განწყობილი, კაპიტულანტი ადამიანების ბრალდებების სამიზნე არაერთხელ გავმხდარვართ.

ჩვენთან ბრძოლის ფორმები და მასშტაბებიც განსხვავებული იყო და პერიოდულად იცვლებოდა. ბოლო დროს მოწინააღმდეგე ბრძოლის წმინდად კრემლისტურ ფორმებზე გადავიდა – როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციასა და იდეას ვერაფერს აკლებ იწყებ ინდივიდების, კონკრეტული ადამიანების დისკრედიტაციას (ე.წ. Character Assassination), რომლებიც ამ პროექტის თუ იდეის სულისჩამდგმელები ან/და აქტიური მხარდამჭერები არიან. საქმისთვის მოწინააღმდეგე, ყოველგვარი მორალისა და ზნეობისგან დაცლილი ადამიანების სახელით მოქმედებს. ამასაც თავისი მიზეზი აქვს. ასეთი ადამიანები მოწინააღმდეგეს იმისთვის სჭირდება, რომ ნებისმიერი ამორალური ქცევა მათ უსიტყვოდ უნდა განაორციელონ. მაგალითად, „ფეისბუქიდან“ ფოტოების მოპარვა, მათ შორის, ოჯახის წევრების ფოტოების, თავიანთ „კედელზე“ გამოქვეყნება და ათასი სიბინძურის დაბრალება. ამჯერად დავალების შემსრულებელი ყოფილი სამხედრო, ვინმე დავით ნემსაძეა, რომელიც 2011-2012 წლებში თბილისის ერთ-ერთ საროსკიპოში ჯარისკაცებს ვიდეოებს ჩუმად უღებდა. [ამ საქციელის უსუსური გამართლება შეგიძლიათ ამ ბმულზე ნახოთ – https://bit.ly/3a9BBDr] ნემსაძემ, ფაქტის უარყოფა ვერ შეძლო და მისი ინტერპრეტაცია უშედეგოდ სცადა.

როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პატივცემული ნემსაძე შეიარაღებული ძალებიდან რამდენჯერმე ჰყავთ გამოშვებული და ძირითადი მიზეზი ჯარისკაცისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელი იყო. თუმცა, ამის შესახებ ნემსაძე რატომღაც არ საუბრობს. სხვათაშორის, ნემსაძის ძმა, ერმილეც (ფართო საზოგადოება მას „რას დავაჭირე ერმილე“-თი იცნობს, ამჟამად კი “ქართული მარშის” სახეს წარმოადგენს და ასევე დაპირისპირებულია ამ მოძრაობის ძველ სახეებთან) „საქართველოს ჯარისკაცობას“ იჩემებს, თუმცა ჩვენ ხელთ გვაქვს მისი ვიდეო ინტერვიუ, სადაც ის პუტინს საქართველოში ჯარების შემოყვანას თხოვს. ხოლო, აგვისტოს ომის ერთ-ერთ წლისთავზე ომის დაწყებაში სწორედ საქართველოს ადანაშაულებს, თანაც რუსულ ტელეარხთან ინტერვიუში (https://bit.ly/2ZbmH9C). აღსანიშნავია და ცოტა კომიკურიც, ის ფაქტი, რომ ერმილე ნემსაძე 2020 წლის ოქტომბერში თავის გვერდზე აქვეყნებს მისთვის “საძულველი” გიორგი მოლოდინის კრიტიკულ სიუჟეტს, რომელიც ეხება ქართველი ვეტერანების მდგომარეობას, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს. ( http://bit.ly/3jLuYuq ) ერმილე ვიდეოს ასათაურებს ასე: „გვახსოვს!“ თუმცა, როგორც ჩანს, ერმილეს არ ახსოვს, ვინ როდის და როგორ იმაღლებდა ხმას ადამიანთა და მითუმეტეს საქართველოსთვის თავდადებულ ადამიანთა უფლებების დასაცავად და სად იყვნენ ისინი მაშინ, სად იყო პირადად ერმილე და მისი ძმა მაშინ.

ამჯერად, ძმები ნემსაძეები თავს პროექტის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს ხელმძღვანელს, გიორგი მოლოდინს დაესხნენ და მას თბილისსა და კრემლს შორის ურთიერთობების გაუარესება დააბრალეს, თურქეთის სასარგებლოდ.ამ დროს, პროექტიცა და პროექტის სხვა ავტორების მოსაზრებაც, თურქეთთან დაკავშირებით ცალსახა და ყველასთვის ცხადია. ამ თემაზე გიორგი მოლოდინი რამდენიმე კვირის წინ თავის ანალიტიკურ სტატიაშიც (<<თურქეთი – მტერი თუ მოკავშირე?>> http://bit.ly/3bdZKIz) წერდა. ე.წ. “ნარატივით”, რომ თითქოს „ლეგიონის“ მისია რუსული დარტყმების მოგერიება კი არა, სხვა, ამ შემთხვევაში კი, თურქული ინტერესების გატარებაა, რუსეთის ქართველი ემისრები ცდილობენ ოსტატურად დაასუსტონ ანტისაოკუპაციო მუხტი, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გადაატანინონ ყურადღება სხვაგან, სადაც (ამჟამად მაინც) არაფერი ხდება და რაც შეიძლება მეტმა ქართველმა არ გაუსწოროს თვალი რეალობას: რომ რუსეთი გვიპყრობს,რომ რუსეთი აღიარებს ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტს სხვა სახელმწიფოებად,რომ რუსეთი იტაცებს, აწამებს და კლავს საქართველოს მოქალაქეებს.ეს ნემსაძის პირველი ტყუილი არ არის. ფოტოზე თქვენ ერთ-ერთი მისი ტყუილის შედეგებს ნახავთ, როდესაც “ღამის შოუს” ვარსკვლავებსა და მათ შორის, გოგა ბარბაქაძის მეუღლეზე გაავრცელა მორიგი სიბინძურე (https://bit.ly/3ae82AB).

მისი და მას აყოლილი რამდენიმე ადამიანის ცრუ გზავნილების მიხედვით, ჩვენ, რუსულ პროპაგანდას კი არ ვებრძვით და საქართველოს პოზიციებს კი არ ვიცავთ, არამედ თურქეთისას. რითიც ცდილობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის – დეოკუპაციის და გაერთიანების თემის მიფუჩეჩებას, მეათეხარისხოვან საკითხებში გადატანას (რა დროს რუსეთია, როდესაც აგერ “ისლამური საფრთხე” კარს მოგვდგომია-ს პრინციპით). აღნიშნული პიროვნება, სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, რელიგიური შუღლის წაქეზებით და აბსურდული ბრალდებებით (თითქოს ჩვენ ბუკნარში ვმართავდით პროცესებს, მათ შორის პანკისიდან, ვანგრევდით ჯვარს.. და ა.შ.) ცდილობს ითამაშოს კონსერვატორულად განწყობილ ჯგუფებზე, რომელთათვისაც რელიგიური თუ ისტორიული მომენტები განსაკუთრებით ფაქიზია და ამას ნაწილობრივ ახერხებს კიდეც. ვისი დაკვეთით და ვისი დავალებით შეიძლება მოქმედებდნენ მსგავსი ადამიანები? რას უნდა ნიშნავდეს ვითომ „საქართველოს ჯარისკაცებად“ მონათლული ხალხის მხრიდან „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონისთვის“ რუსეთთან “ურთიერთობების” გაფუჭების დაბრალება? რას უნდა ნიშნავდეს პროექტის ავტორების მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობები და ვის შეიძლება არ მოსწონდეს ამ პროექტის არსებობა? ჩვენ ამ კითხვაზე პასუხები გვაქვს. ვიცით ამ ხალხის გაღიზიანების მიზეზიც, ვიცით შემსრულებლების მერკანტილური მისწრაფებების შესახებაც, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ იმ ადამიანების და იმ უწყების დასახელებისგან, რომელიც ნემსაძეებსა და მათ მსგავს ადამიანებს ჩვენს წინააღმდეგ „ამუშავებენ“. თუმცა, კატეგორიულად და მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის შეჩერებას, ვერავინ შეძლებს.

ბრძოლა კრემლის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ გაგრძელდება და თანაც, ნებისმიერ ფასად. თქვენი მხარდაჭერა ამ ბრძოლაში, იყო, არის და იქნება ფასდაუდებელი. მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს მოხალისეს, რომელიც ავრცელებს სიმართლეს და იცავს ქართულ სახელმწიფოს. მადლობას ვუხდით ჩვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც დღემდე იტანენ დაუმსახურებელ შეურაცხყოფას და ამ გზით კიდევ უფრო გვაძლიერებენ. სიტუაციის გართულების შემთხვევაში იძულებულები გავხდებით დავიწყოთ კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთანაც.

ააიპ „სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველო“ / საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს საპროტესტო აქციების 2დღე: დარბევა, ძალადობა მედიაზე და ბრძოლა ევროპული მომავლისთვის

გასული ორი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწერება როგორც მძიმე პოლიტიკური კრიზისისა და ძალადობრივი დარბევის პერიოდი. მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img