23.11.2024

ირაკლი ღარიბაშვილი – ევროპისკენ სწრაფვას ხორცს ვერ შევასხამთ, თუ არ შევცვალეთ მიდგომები, აბსტრაქტული რეგულაციების ქაღალდზე დაწესებით ევროკავშირში არავინ მიგვიღებს-1TV.GE

გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა, უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და გადავდგათ გონივრული ნაბიჯები ძალთა საერთაშორისო ბალანსში ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა, აღვნიშნო, რომ ადამიანებს უნდა შევუქმნათ გრძელვადიანი პერსპექტივის საერთო სურათი, რწმენა, რომ საერთო შრომით საფუძველს ვუყრით უკეთეს მომავალს. მე მჯერა, რომ მაშინ მარგინალურ პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები, მხარდაჭერას საერთოდ ვეღარ ჰპოვებენ. ჩვენ გავაკეთეთ ამბიციური განაცხადი, რომ 2024 წელს რეალობად ვაქციოთ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება, მაგრამ ევროპისკენ ჩვენს ისტორიულ სწრაფვას ხორცს ვერ შევასხამთ, თუ არსებითად არ შევცვალეთ მიდგომები. მხოლოდ აბსტრაქტული რეგულაციებისა და მიდგომების ქაღალდზე დაწესებით არავინ მიგვიღებს ევროკავშირში. ჩვენ გვჭირდება სათანადოდ განვითარებული ეკონომიკა, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ადამიანის უფლებების დაცვა და უნდა გადავდგათ გონივრული ნაბიჯები ძალთა საერთაშორისო ბალანსში ჩვენი ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მასალა მოამზადა 1TV.GE

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img