საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ვიცე-პრემიერებად დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი დანიშნა. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვეყოლება დღეიდან ორი ვიცე-პრემიერი – დავით ზალკანიანი და ივანე მაჭავარიანი – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცნობისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანს ვიცე-პრემიერის პოსტი ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც ეკავა. რაც შეეხება კიდევ ერთ ვიცე-პრემიერს, გახარიას მინისტრთა კაბინეტში აღნიშნულ თანამდებობას მაია ცქიტიშვილი იკავებდა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშილის გაპრემიერების შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა.