კორუფციისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითია.
სასამართლომ იგივე სასჯელი გამოუტანა სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგს და მოსამართლე ჟიზბელ აზიბერის. მათ ბრალი დასდეს პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებაში.
სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, სარკოზის შინაპატიმრობის დროს ელექტრონული სამაჯურის ტარება მოუწევს. ყოფილი პრეზიდენტი სავარაუდოდ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
სარკოზი მოსამართლის მოსყიდვასა და მისთვის მონაკოში პრესტიჟული სამსახურის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. სარკოზი მოსამართლისგან მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა.