23.11.2024

ირაკლი ღარიბაშილი-ნამახვანჰესთან დაკავშირებით ყველა კითხვას დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ისაუბრა და ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს სთხოვა, პირადად ჩავიდნენ ადგილზე და დაიწყონ უშუალო აქტიური კომუნიკაცია მოსახლეობასთან.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, შესაბამისი არგუმენტირებული პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან არსებობს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შესაძლებელია აღნიშნულ საკითხზე საკომიტეტეო მოსმენებიც კი გაიმართოს.

აუცილებელია მოსახლეობაში ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასაუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ

„მინდა გამოვეხმაურო ნამახვანჰესთან დაკავშირებით მოსახლეობის წუხილს, რომელიც ჩვენს საზოგადებაში გაჩნდა. ბუნებრივია, კითხვები არსებობს და ყველა კითხვას დასაბუთებული, პროფესიონალური პასუხი უნდა გაეცეს. ვფიქრობ, აუცილებელია მოსახლეობაში ამ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასაუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათია თურნავას და ბატონ ლევან დავითაშვილს, პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად, ხვალ. დაიწყეთ უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, პირადად გაესაუბრეთ, აუხსენით, თუ რასთან დაკავშირებით აქვთ მათ წუხილი. ასევე, მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ შესაბამისი საკომიტეტეო მოსმენები გამართონ. პარლამენტშიც შეიძლება, ამ საკითხის ირგვლივ დაინტერსებული პირების მონაწილეობით გაიმართოს აღნიშნული მოსმენები, რომ ყველა ცხარე კითხვას პასუხი გაეცეს.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

„მოგეხსენებათ, ჩვენი ქვეყნისთვის ენერგოდამოუკიდებლობა მთავარი პრიორიტეტია და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომელიც ენერგეტიკის მიმართულებით არსებობს, არის ის, რომ ყოველ წელს მინიმუმ საშუალოდ, 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხორციელდება. აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი. ამისთვის აუცილებელია მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია, რომ პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ენერგოუსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა უპასუხონ.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშილმა ისაუბრა ასევე, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებაზე და მისი თქმით, შეიქმენა სახელმწიფო კომისია, რომელიც უახლოესი სამი თვის განმავლობაში იმუშავებს ამ გეგმაზე.  

მისივე თქმით, კომისიაში მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი, პარლამენტის შესაბამისი დარგობრივი კომიტეტების წარმომადგენლები და ასევე მოწვეულები იქნებიან მაღალი დონის ექსპერტები.

„ჩვენი ამოცანა იქნება, რომ რაც შეიძლება სწრაფად, თითოეული სექტორის, დარგის მიმართულებით დაიდოს კონკრეტული გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რა თქმა უნდა, ჩაშლილი – თითოეული წლის განმავლობაში სამოქმედო გეგმებით. მოგეხსენებათ, ოკუპაციის შემდეგ ალბათ რიგით მეორე გამოწვევა ჩვენი მოსახლეობისთვის არის ეკონომიკა, სიდუხჭირე, უმუშევრობა, სიღარიბე და სწორედ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევაც ამ მიმართულებით უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას ძალიან ბევრი პრობლემა აწუხებს, წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, ეს არის ყველა მიმართულებით არსებული გამოწვევები და ჩვენი ერთიანი ძალისხმევით ძალიან სწრაფად, შემდგომი წლების განმავლობაში ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავარი აქცენტი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკურ კინკლაობასა და ურთიერთდაპირისპირებაზე“, – განაცხადა პრემიერმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img