სომხეთში ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ვაზგენ მანუკიანს ბრალი წაუყენეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სახით ვაზგენ მანუკიანს ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთის ოპოზიციის ლიდერს ბრალი 301 მუხლით აქვს წაყენებული, რაც ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, საჯარო მოწოდებებს გულისხმობს.