22.11.2024

კალაძის ინიციატივა – მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესების სუბსიდირების შესახებ, ღარიბაშვილმა მოიწონა და ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე,  თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა განიხილა – თბილისში მოქმედი მცირე და საშუალო სარესტორნე ბიზნესების სუბსიდირების შესახებ. მთავრობამ ინიციატივას მხარი დაუჭირა და  ცენტრალური ბიუჯეტიდან დაახლოებით 2 მლნ ლარის გამოყოფის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.  

ინიციატივის მიხედვით, თითოეული რესტორანი მთავრობისგან 5 000 ლარს მიიღებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1 იურიდიული პირი 1-ზე მეტ ობიექტს მართავს – 10 000 ლარს მიიღებს.

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალური ქსელით დედაქალაქში მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესისთვის სუბსიდირების პროგრამის ამოქმედების ინიციატივას გამოეხმაურა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ეკონომიკის ბევრი დარგი, მათ შორის, სარესტორნო ბიზნესი, რომელიც ხელშეწყობას საჭიროებს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს იდეის მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის ამ ბიზნესის ხელშეწყობა. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ რესტორანზე ან კაფე-ბარზე. მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა სხვადასხვა მიმართულებით, თუნდაც დასაქმების კუთხით. ტურისტების რაოდენობის ზრდაც განპირობებული იყო იმით, რომ ყველას უხაროდა თბილისში ჩამოსვლა, საინტერესო ადგილების დათვალიერების გარდა, გემრიელი ქართული კერძების დაგემოვნება. ამდენად, ეს ბიზნესი პრობლემების წინაშე მარტო არ უნდა დავტოვოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს. სუბსიდიას მიიღებს ყველა ობიექტი, რომლებიც 2020 წლის 28 ნოემბრამდე დარეგისტრირდა.


თბილისის მერის მოადგილის, ანდრია ბასილაიას განცხადებით, დღეს მთავრობის მიერ მოწონებული თბილისის მერის ინიციატივის განხორციელების შემდეგ  400-მდე რესტორანი ისარგებლებს.

„კრიტერიუმები რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება და იქნება მარტივი აპლიკაციის ფორმა, რომელსაც ისინი შეავსებენ. ამ პროგრამაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მსხვილი ბიზნესები, ფრენჩაიზები და საერთაშორისო ქსელის ოპერატორები. ეს პროგრამა თბილისში მცირე და საშუალო ზომის რესტორნებზეა გათვლილია.

სუბსიდირების პროგრამას ცენტრალური მთავრობა განახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტში ამ პროგრამისთვის დაახლოებით 2 მლნ ლარი გამოიყოფა და ჩვენი გათვლებით დაახლოებით 400 რესტორანი დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და მიიღებს ამ დახმარებას. კრიტერიუმები ზუსტდება და მომდევნო დღეებში დაანონსდება. ამ ეტაპზე საუბარია, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში რესტორნის ბრუნვა უნდა იყოს 100 000 ლარი მაქსიმუმ და საუბარია 20-დან 80 სკამამდე. ეს კრიტერიუმები რესტორნებთან ერთად შევიმუშავეთ და ემსახურება მიზანს, რომ დახმარება ყველაზე დაზარალებულმა სექტორმა მიიღოს “, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაიამ მუნიციპალიტეტის მერიაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img