22.11.2024

ხათუნა ლაგაზიძე – უფრო მნიშვნელოვანია, რას ჩამოიტანს ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელიდან და არა ის, თუ რას წაიღებს

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ქვეყანაში პლებისციტის შესაძლო ჩატარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აუცილებელია კონსესუსი და ამ კონსესუსამდე უფრო რეალური გზა რაც არის, ის გზა უნდა ავირჩიოთ.

„ჩემთვის მთავარი რიგგარეშე არჩევნებია – ამ კონსენსუსამდე, რაც უფრო რეალური გზა არის, ის უნდა ავირჩიოთ, – ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა ჩიხიდან გამოიყვანონ და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ.

ასევე, ლაგაზიძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ პრემიერი ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს, იმაზე უფრო მნიშნელოვანია ის, თუ იქედან რას ჩამოიტანს. „ჩემთვის მთავარი რიგგარეშე არჩევნებია, როგორ მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, ამისთვის სხვადასხვა გზა არსებობს. იმისათვის, რომ რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ, აუცილებელია კონსენსუსი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ამიტომაც, რომელიც ამ კონსენსუსამდე უფრო რეალური გზა არის, ის გზა უნდა ავირჩიოთ. დღეს როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანა გამოიყვანონ ჩიხიდან და რიგგარეშე არჩევნებამდე მიიყვანონ. ღარიბაშვილი ბრიუსელში რას წაიღებს არააა მნიშვნელოვანი, რას ჩამოიტანს ისაა მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლაგაზიძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img