10 საათიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა გომის მთაზე დაკარგული სამი მოქალაქე იპოვეს. მათ აღენიშნებათ ჰიპოთერმია. მაშველებს დაშავებულები ამ წუთებში ავტომობილამდე მიჰყავთ.
ნაპოვნია ასევე გომის მთაზე გარდაცვლილი მოქალაქეც.
112-ში დღეს დილის საათებში, შევიდა შეტყობინება, რომ გომის მთაზე ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი ადამიანი გადაადგილებას ვერ ახერხებდა.
მეხანძრე-მაშველების 10 კაციანი ჯგუფი დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. მეტეოროლოგიური პირობების გამო, სამაშველო ოპერაცია გართულდა, თუმცა მოქალაქეების მოძიება რამდენიმესაათიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად მაინც მოხერხდა.