26.11.2024

არჩილ თალაკვაძე-ხელისუფლება შეთანხმებისკენ ნაბიჯებს გადადგამს

„სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერების სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს.“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, დროა პოლიტიკა პარლამენტში დაბრუნდეს. „ძალიან მშვიდი და საქმიანი შეხვედრა იყო, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ევროპელი მეგობრების ჩართულობას პოლიტიკურ დიალოგში, ეს ზრდის შანსებს, რომ სამართლიანი პირობები იქნება შეთანხმებული და ჩვენ გადავალთ უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ეტაპზე, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოების დაკვეთა იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

საქართველოს ევროინტეგრაციის გაცხადებული ამოცანების ფონზე, როცა რეგიონში იცვლება ვითარება და არის არაერთი გამოწვევა, იმ ფონზე, როცა ქვეყნის წინაშე დგას პოსტკოვიდური ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ამოცანა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ ძალებს შორის არა დაპირისპირებით, არამედ, თანამშრომლობით, ჯანსაღი დისკუსიით გაგრძელდეს მომავალი პოლიტიკა და მე ვფიქრობ, ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს ბატონი დანიელსონის მედიაციით, სწორედ ამ ამოცანას ემსახურება. სამართლიანი პრინციპების ფარგლებში, იმისათვის, რომ ჩვენი მხარდამჭერების სამართლიანი მოთხოვნები და ინტერესები იყოს დაცული, რასაკვირველია, გადავდგამთ ნაბიჯებს, რათა შეთანხმება მოხდეს.

თუმცა, ამას სჭირდება სამართლიან პრინციპებზე შეთანხმება, ამას ხაზგასმით ვამბობ იმიტომ რომ, ჩვენი მეგობრების დამოკიდებულებაც ვფიქრობ, ასეთია და ვფიქრობ, დროა, პარლამენტში დაბრუნდეს პოლიტიკა, დროა, რომ ჩვენ ერთად მოვძებნოთ გადაწყვეტილებები, იმ პრობლემებთან საპირისპიროდ, რომელიც აქვს საზოგადოებას, როგორც სახელისუფლებო გუნდს და როგორც სახელისუფლებო გუნდი, ჩვენ ძალიან მოტოვირებულები ვართ, რომ დროულად დავხუროთ ეს პოლიტიკური პრობლემა, რომელიც არსებობს და გადავერთოთ სწრაფად იმ საკითხებზე, რომელიც დღეს ჩვენს საზოგადოებას აწუხებს”, – განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img