26.11.2024

ამირან გამყრელიძე-აცრამ დაამარცხა ყვავილი, აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, აცრა ამარცხებს წითელას და აცრა დაამარცხებს კოვიდს

„აცრამ დაამარცხა ყვავილი, აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, აცრა ამარცხებს წითელას, აცრა დაამარცხებს კოვიდს” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამირან გამყრელიძე საქართველოში ვაქცინაციის დაწყებას დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში უწევდა მონიტორინგს და მისი თქმით, კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. “დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარია დამთავრება. ჩვენ უნდა ავცრათ წელს მილიონ 600 ათას ადამიანი. თუ ამას გავაკეთებთ, ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს”, — აღნიშნა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მოსახლეობის დასარწმუნებლად მნიშნელოვანია მედია და ინფორმაციის გავრცელება. “მოსახლეობის ის პროცენტი, რომელსაც არ სურს ვაქცინის გაკეთება თქვენთან ერთად უნდა დავარწმუნოთ, რომ აცრაზე კარგი ჯერჯერობით მსოფლიოს და კაცობრიობას ამ ორი საუკუნის განმავლობაში არაფერი მოუგონია. აცრამ დაამარცხა ყვავილი, აცრა ამარცხებს პოლიომიელიტს, აცრა ამარცხებს წითელას, აცრა დაამარცხებს კოვიდს” – განაცხადა გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img