შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავში არასრულწლოვანი გააუპატიურეს, ამბის გაგების შემდეგ კი გოგო ძმამ რამდენჯერმე სცემა.
პოლიციამ დააკავა 1995 წელს დაბადებული ძმა და გაუპატიურებაში ბრალდებული – 1996 წელს დაბადებული კაცი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენას გულისხმობს.
ცემაში ბრალდებულ ძმას 3 წლამდე, ხოლო გაუპატიურებაში ბრალდებულს – 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.